Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მძიმედ დაიჭრა


„ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი, აბუ მუჰამად ალ-ადნანი დაიჭრა ერაყში, ანბარის პროვინციაში, საჰაერ თავდასხმის შედეგად. ცნობით, ალ-ადნანი, რომელიც პროპაგანდის სფეროს განაგებს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში, დაიჭრა და ბევრი სისხლი დაკარგა რამდენიმე დღის წინ, მოსულთან. აშშ-ის ავიაცია ამტკიცებს, რომ ასამდე მებრძოლი მოუკლა „ისლამურ სახელმწიფოს“ ბარუანასთან თავდასხმის შედეგად, სადაც ის ერაყის არმიას უწევს მხარდაჭერას. ადნანი სირიელია, რომელიც ადრე აშშ-ის არმიას ჰყავდა დაპატიმრებული. მის ხელში ჩაგდებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული დასავლეთში, პარიზის მსგავსი ინდივიდუალური თავდასხმების მოწყობისკენ მოწოდებების გამო.

XS
SM
MD
LG