Accessibility links

ეკა ბესელიამ სასამართლოში უჩივლა ალექსანდრე ელისაშვილს და ელისო კილაძეს


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალექსანდრე ელისაშვილს, და გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს. ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი და ელისო კილაძე ეკა ბესელიას შესახებ მედიასაშუალებებით ავრცელებენ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, მათ შორის ადანაშაულებენ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა მფარველობასა და ქრთამის აღებაში. ადვოკატის განმარტებით, მომჩივანი სახელისგამტეხი განცხადებების უარყოფას ითხოვს და სასამართლოს მიმართავს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ელისაშვილმა და კილაძემ საჯაროდ გამოაქვეყნონ.

XS
SM
MD
LG