Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას სურს დამტკიცდეს კანონი, რომელიც ირანთან ბირთვულ შეთანხმებას შეზღუდავს


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი, რომლის მიზანია, კონგრესმა ზედამხედველობა გაუწიოს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას, 7 იანვარს მოიწონა ერთ-ერთმა საკვანძო კომიტეტმა, რითაც დოკუმენტს გზა გაეხსნა კონგრესში მომავალ კვირისთვის დაგეგმილი კენჭისყრისკენ. კანონპროექტმა, რომელიც დაამტკიცა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, შეიძლება ძირი გამოუთხაროს მნიშვნელოვან შეთანხმებას ბირთვულ სფეროში ირანთან. კანონპროექტის დამტკიცებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან დაპირისპირება საგარეო პოლიტიკაში თავისი მიღწევის გარშემო. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს ზომა დემოკრატიულ ადმინისტრაციას თავისი პირობის შესრულებას შეაძლებინებს, რომ ბირთვული შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, არ შესუსტდეს ირანზე ზეწოლა ტერორიზმისთვის მხარდაჭერის, თუ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. დემოკრატები თვლიან, რომ რესპუბლიკელებს სურთ გაიტანონ ეს კანონი, რადგან თავის დროზე ვერ შეძლეს სათანადო წინააღმდეგობა გაეწიათ შეთანხმებისთვის.

XS
SM
MD
LG