Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას თურქეთთან შესაძლო სავიზო რეჟიმის შემოღებაზე


საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას თურქეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის ვერ ხედავს გარემოებას, რის გამოც თურქეთმა შეიძლება საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეცვალოს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ილაპარაკა. ინფორმაცია, რომ თურქეთმა შეიძლება საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. ამ ცნობით, 2016 წლის ივნისიდან თურქეთი, ევროკავშირის მოთხოვნით, სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებს ასევე რუსეთთან, ირანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთსა და თურქმენეთთან.

XS
SM
MD
LG