Accessibility links

logo-print

24 საათის განმავლობაში ლიბიაში რიგით მეორე აფეთქება მოეწყო.


ლიბიაში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი და, სულ მცირე, 11 დაიჭრა საგუშაგო პუნქტზე, საპორტო ქალაქ რას-ლანუფში. ლიბიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. 24 საათის განმავლობაში ლიბიაში ეს უკვე რიგით მეორე აფეთქებაა. სულ მცირე, 50 კაცი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა 7 იანვარს დასავლეთ ლიბიის ქალაქ ზლიტენში, პოლიციის საწვრთნელ ცენტრთან, დანაღმული სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბომბი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ლოიალურად განწყობილ პირს გადაჰქონდა.

XS
SM
MD
LG