Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში დანიის დედაქალაქთან დამაკავშირებელ ხიდზე სასაზღვრო კონტროლი შემოიღეს


შვედეთში, პირველად ბოლო 50 წლის მანძილზე, დანიის დედაქალაქთან დამაკავშირებელ ხიდზე სასაზღვრო კონტროლი შემოიღეს. ეს ღონისძიება მიგრანტთა ნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. მხოლოდ გასულ წელს შვედეთში 160 ათასი მიგრანტი და იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა. ხიდი და გვირაბი, რომელიც საავტომობილო და სარკინიგზო გზას მოიცავს, მოიაზრებოდა როგორც დასავლეთ ევროპის სკანდინავიის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი „ღია კარი“. 2015 წლის ბოლოს ფინეთმა სავიზო წესები შემოიღო გერმანიისთვის. მიგრანტები აზიიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, გერმანიის გავლით, სწორედ ამ ხიდით ცდილობდნენ სკანდინავიის ქვეყნებში შეღწევას. გერმანიის ხელისუფლების ცნობით, 2015 წელს ქვეყანამ მილიონზე მეტი მიგრანტი და იძულებით გადაადგილებული პირი მიიღო.

XS
SM
MD
LG