Accessibility links

logo-print

გერმანიის პოლიცია: ახალი წელს ძალადობაში 18 ლტოლვილი იყო გარეული


გერმანიის ხელისუფლების თანახმად, მათ ამოიცნეს თავშესაფრის მაძიებელი 18 ლტოლვილი იმ 32 ეჭვმიტანილს შორის, რომლებიც დაკავშირებული არიან ძალადობასთან, რომელიც კიოლნში, ახალი წლის ღამეს მოხდა. ცნობით, ეჭვმიტანილები დაკავებული არიან. პოლიციის წარმომადგენლის, ტობიას პლატეს თქმით, პოლიციას დაადგინა ყველა 32 პირის ვინაობა, რომლებმაც როლი ითამაშეს ძალადობაში და მათგან 18, თავშესაფრის მოპოვებას ცდილობს გერმანიაში. დაკავებულთა უმეტესობა ეჭვმიტანილია ქურდობასა და სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებულ ძალადობაში, სამ შემთხვევა სექსუალურ ძალადობას ეხება.

XS
SM
MD
LG