Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ირანის ბოლო შაჰის და, პრინცესა აშრაფი


აშშ-ში, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა ირანის ბოლო შაჰის ტყუპის ცალი, და, პრინცესა აშრაფ ფეჰლევი. მისი სიკვდილის შესახებ განაცხადა რეზა ფეჰლევიმ, შაჰის ვაჟმა. პრინცესის მრჩეველმა, რობერტ არმომ განაცხადა, რომ აშრაფი მოხუცებულობის გამო გარდაიცვალა. პრინცესა თავისი ძმის, შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის ახლო მრჩეველი იყო და მისი მმართველობის დამცველი იყო. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს, თავის დროზე, საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რომლებიც 2000 წელს გამოქვეყნდა, პრინცესა აშრაფმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ისა და ბრიტანეთისთვის დახმარებაში, მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და დაემხოთ ირანის კანონიერ ხელისუფლება, ჩამოეგდოთ პრემიერ-მინისტრი, მოჰამად მოსადეყი, რის შედეგად სამეფო ტახტზე ავიდა აშრაფის ძმა. პრინცესა და მისი და, შამსი, ერთი-ერთი პირველი ირანელი ქალები იყვნენ, რომლებიც საჯაროდ გამოჩნდნენ დაუფარავი თმით, რითიც დაარღვიეს ირანში ჩაცმულობის ისლამური ტრადიციული წესი.

XS
SM
MD
LG