Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთში შიიტი ქადაგის სიკვდილით დასჯის გამო ირანში გამოსვლები განახლდა


ირანში კვლავ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა შიიტი ქადაგის სიკვდილით დასჯის გამო საუდის არაბეთში. ნიმრა ან-ნიმრის სიკვდილით დასჯის გამო პროტესტი გამოხატეს თეირანში, ასევე სხვა ქალაქებში. საუდის არაბეთმა ადრე დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა თეირანთან, მის საელჩოსა და საკონსულოზე თავდასხმის გამო. ელ-რიადის მაგალითს სხვა რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ მისდია. ეს თავდასხმები სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის მიმართ პროტესტი გამოხატვა იყო. საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა 47 შიიტი და სუნიტი პირი ტერორიზმში ბრალდებით.

XS
SM
MD
LG