Accessibility links

logo-print

ბავშვების მონობა ქუჩაში


ძალებს იკრებს 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამოწყებული კამპანია, სლოგანით „დავიხსნათ ბავშვები მონობისგან“,რომელიც სახელმწიფოს გამოფხიზლებას ისახავს მიზნად. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ტრეფიკინგის გამოხატულებაა ფულის საშოვნელად ბავშვების ქუჩაში გაშვება. მესამე სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დანაშაულის ფაქტების გამოვლენასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. გადაცემის სტუმრები არიან: ანა აბაშიძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, და სულხან სახვაძე, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისა „ბავშვი და ოჯახი“. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG