Accessibility links

logo-print

გერმანიაში იყიდება ჰიტლერის „მაინ კამპფის“ კრიტიკული გამოცემა


ადოლფ ჰიტლერის ნაშრომი, ნაცისტური მანიფესტი, „მაინ კამპფი“, „ჩემი ბრძოლა“, დღეიდან იყიდება გერმანიის წიგნის მაღაზიებში. წიგნის, როგორც გამომცემლებმა უწოდეს „კრიტიკული გამოცემა“, ანოტაციებითა და სქოლიოებით, შესაძლებელი გახდა მას მერე, რაც ჰიტლერს სიკვდილიდან 70 წელი გავიდა და საავტორო უფლება გაუქმდა და უნდა მოემსახუროს მისდემისტიფიცირებას და ნაცისტილიდერის იდეოლოგიის გამოაშკარავებას.ავსტრიელი ნაცისტი ლიდერის ნაშრომის ეს გამოცემა, როგორც მიუნხენის თანამედროვე ისტორიის დირექტორი, ანდრეას ვირშინგი ამბობს, კარგად აჩვენებს ჰიტლერისეულ ყალბ ცნობებს, მის ნახევარტყუილებს, რომელთა მიზანი მხოლოდ პროპაგანდა იყო. წიგნის გამოცემის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ გამოცემამ შეიძლება ულტრა-მემარჯვენული იდეოლოგიის გავრცელებასშეუწყოს ხელი. „მაინ კამპფი“ 1925 წელს გამოიცა პირველად, ის შეიცავს ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკურ შეხედულებებს და გერმანიის მომავლის გეგმებს.

XS
SM
MD
LG