Accessibility links

logo-print

თურქეთი არ აპირებს სამხედრო ქვედანაყოფის ერაყიდან გაყვანას


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს შეინარჩუნოს მცირე ზომის სამხედრო ძალა და საწვრთნელი ცენტრი ერაყის ჩრდილოეთში, სადაც კვირის დასაწყისში თავიდან იქნა აცილებული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაგეგმილი თავდასხმა. თურქეთის ლიდერის განცხადებას უარყოფს ერაყის ხელისუფლება, რომელიც მოითხოვს, რომ თურქეთის სამხედრო ძალამ და 150 კაციანმა პირადმა შემადგენლობამ დაუყოვნებლად დატოვოს ერაყის ტერიტორია. ერდოანმა 8 იანვარს სტამბულში ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქმა სამხედროებმა ბაშიყას დასახლებასთან გაანადგურეს „ისლამური სახელმწიფოს“ 18 მებრძოლი, რომლებიც საწვრთნელ ცენტრში ფარულად შეღწევას ცდილობდნენ. ერაყი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები და მათი კუთვნილი მძიმე ტექნიკა ერაყის მიწაზე კანონის დარღვევით, საერთაშორისო მანდატის გარეშე იმყოფება. ბაღდადი ზეწოლას აგრძელებს ვაშინგტონსა და გაეროზე, რათა მათი დახმარებით აიძულოს ანკარა გაიყვანა თავისი სამხედრო ძალა ერაყის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG