Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საუდის არაბეთს „სიძულვილის გაღვივებაში“ ადანაშაულებს


ირანი „სიძულვილის გაღვივებაში“ ადანაშაულებს საუდის არაბეთს და მოუწოდებს მას, გააკეთოს არჩევანი და ახლო აღმოსავლეთში ან ექსტრემიზმს შეუწყოს ხელი, ანდა კარგ ურთიერთობებს. თეირანსა და ერ რიადას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს ცნობილი შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ალ ნიმრი. 8 იანვარს გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ხაზგასმით აცხადებს, რომ ირანის ინტერესში არ შედის მეზობლებთან ვითარების ესკალაცია და იმედს გამოთქვამს, რომ საუდის არაბეთი პრობლემის მიზეზებს გააცნობიერებს.

XS
SM
MD
LG