Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამყვან საფონდო ბირჟებზე აქციები დაეცა ჩინური იუანის დევალვაციის გამო


აშშ-ისა და მსოფლიოს საფონდო ბირჟების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც შენელების საშიშროება დაემუქრა ჩინეთის ეკონომიკას, ხოლო 10%-ით შემცირდა ნავთობის საერთაშორისო ფასი. მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთი სპილენძის, ნავთობისა და სხვა ნედლეულის უმსხვილესი მომხმარებელია. Standard & Poor-ის ინდექსი კვირის განმავლობაში 6 %-ით დაეცა, რაც სარეკორდოა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. უარყოფით ტენდენციაზე გავლენა ვერ მოახდინა აშშ-ის შრომით ბაზარზე მომხდარმა სასიკეთო ცვლილებებმა, რომელთა თანახმად აშშ-ში გასულ წელს დამატებით 292 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

XS
SM
MD
LG