Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ ვან დეიკის ნახატი მან გაყიდა


საქართველოს მოქალაქის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მისი ოჯახის საკუთრება იყო. როგორც ტელეკომპანია "იმედს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნული ტილო მის ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა და ოჯახმა ტილოს გაყიდვა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა."ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი არ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი", - განაცხადა აბაშიძემ. დაზარალებულის თქმით, ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც დავა. 8 იანვარს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.

XS
SM
MD
LG