Accessibility links

logo-print

ავღანეთის საკითხზე ოთხმხრივი მოლაპარაკება ისლამაბადში გაიმართება


ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დასრულების თაობაზე ავღანეთის, პაკისტანის, აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები 11 იანვარს ისლამაბადში გამართავენ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური პირები იმსჯელებენ „სამშვიდობო მოწესრიგების ე.წ. საგზაო რუკის შექმნაზე“. ავღანეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰეკმათ კარზაი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებში მონაწილეობას, გარკვეულ ეტაპზე, მიიღებენ ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG