Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ემხრობა თავშესაფრის მაძიებელთა მკაცრ კონტროლს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტია გამოვიდა წინადადებით გამკაცრდეს კანონი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელ პირთა რეგისტრაციას და კონტროლს არეგულირებს. 9 იანვარს მერკელმა განაცხადა, რომ აღნიშნული წინადადება არა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეთა, არამედ გერმანიაში მყოფი ლტოლვილების უმრავლესობის ინტერსებსაც პასუხობს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საპარლამენტო კოალიციაში შემავალ სხვა პარტნიორებთანაც განიხილავენ, შემუშავდა მას შემდეგ, რაც ახალი წლის წინა დღეებში კიოლნსა და გერმანიის სხვა ქალაქებში, სავარაუდოდ უცხოელების მხრიდან, სექსუალურ ძალადობას და თავდასხმებს ჰქონდა ადგილი. ამ თავდასხმებს მოჰყვა მოწოდებები მიგრანტთა კონტროლის გამკაცრების შესახებ გერმანიაში, რომელმაც 2015 წელს მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარა. ამასთან 9 იანვარს კიოლნში მიგრანტთა საწინააღმდეგო გამოსვლებს მოელიან.

XS
SM
MD
LG