Accessibility links

logo-print

სავარაუდოდ რუსეთის საავიაციო იერიშს 39 კაცი შეეწირა იდლიბის პროვინციაში


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, სულ მცირე 39 კაცი დაიღუპა საავიაციო იერიშის შედეგად, რომლის სამიზნეს წარმოადგენდა სირიის ქალაქ იდილბში მდებარე ექსტრემისტული დაჯგუფება ან ნუსრას ფრონტის შენობა და საპატიმრო, რომელსაც ექსტრემისტები აკონტროლებენ. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, იერიში სავარაუდოდ რუსულმა ავიაციამ განახორციელა, ხოლო დახოცილთა უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც ექსტრემისტებს პატიმრობაში ჰყავდათ. მოკლულია ასევე რამდენიმე ექსტრემისტი და ციხის დამცველი. რუსეთის სამხედრო ავიაცია გასული წლის 30 სექტემბრიდან აწარმოებს ოპერაციებს სირიაში, მისი ლიდერის ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG