Accessibility links

logo-print

კოსოვოში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 9 იანვარს შეტაკება მოხდა პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით სერბიასა და კოსოვოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების იმ პუნქტს უპირისპირდებიან, რითაც ფართოვდება სერბული უმცირესობის უფლებამოსილება მუნიციპალურ ორგანოში და ბელგრადიდან დაფინასების მიღების უფლებაც ეძლევათ. პოლიციას მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება, რათა დაეშალა მრავალათასიანი ბრბო, საიდანაც პოლიციის კორდონებს აალებად ბოთლებსა და ქვებს უშენდნენ. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობა დაშავებულთა და დაპატიმრებულთა შესახებ.

XS
SM
MD
LG