Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სამი წლის განმავლობაში პირველად შეიკრიბა პარლამენტი


კვირას ეგვიპტეში ქვეყნის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ეს არის საკანონმდებლო ორგანოს პირველი სესია მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიშალა ადრინდელი პარლამენტი, რომელშიც ისლამისტები დომინირებდნენ. ეგვიპტის ახალ პარლამენტში 596 დეპუტატია. მათი უმრავლესობა პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ სისის მომხრეა. 2013 წლის ივლისში გენერალი ალ სისი ხელმძღვანელობდა სამხედრო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც თანამდებობას ჩამოაშორეს ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი. ეგვიპტის პარლამენტის პირველ სხდომაზე იგეგმება სპიკერის არჩევა და 300 მდე დეკრეტის რატიფიცირება.

XS
SM
MD
LG