Accessibility links

logo-print

ქართველი მინისტრები პანკისის ხეობას ესტუმრნენ


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დღეს პანკისის ხეობას ესტუმრნენ. ომალოსა და დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ომალოში, "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" დახმარებით შექმნილ ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებსა და კურსის ხელმძღვანელს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. დაათვალიერეს თექის დამუშავების სახელოსნო. საქართველოს კულტურის სამინისტრომ "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ბიბლიოთეკას საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნები გადასცა.

XS
SM
MD
LG