Accessibility links

ავღანეთის არმიამ აღადგინა კონტროლი ტაჯიკეთის საზღვართან დასახლებულ რაიონზე


ავღანეთის ძალებმა თალიბების ბატონობისგან გაათავისუფლეს ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე დასახლებული რაიონი, რომელსაც ექსტრემისტები ორი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციისა და არმიის სპეცდანიშნულების ნაწილებმა გადამწყვეტი იერიში 8 იანვარს წამოიწყეს ტახარის პროვინციის დარქადის რაიონის გასათავისუფლებლად, რაც კვირას წარმატებით დასრულდა. ბრძოლებში რამდენიმე ათეული ექსტრემისტი და ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG