Accessibility links

logo-print

ერაყის არმიის დრონმა შეცდომით მოკლა მთავრობის მომხრე რაზმელები


ერაყის არმიის კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავმა შეცდომით მოკლა მთავრობის მომხრე გასამხედროებული ორგანიზაციის ცხრა წევრი. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულები ირიცხებოდნენ სახალხო სამობილიზაციო ლაშქარ ჰაშიდ ალ შააბში, რომელიც მეტწილად ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტ მებრძოლებს აერთიანებს. როგორც გასამხედროებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა აცნობა ჟურნალისტებს, სახალხო ლაშქრის მებრძოლები ქალაქ თიქრითთან, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წანააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობდნენ. წყაროს ცნობით, ერაყის არმიის დრონს სახალხო ლაშქარი ექსტრემისტებში აერია და ჰაერიდან მათზე რამდენჯერმე მიიტანა იერიში. შარშან ერაყის არმიამ და მისმა მომხრე გასამხედროებულმა ჯგუფებმა თიქრითის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მოახერხეს უკუგდება ექსტრემისტებისა, რომლებიც ჯერჯერობით ინარჩუნებენ კონტროლს უდაბნოში მდებარე რამდენიმე რაიონზე.

XS
SM
MD
LG