Accessibility links

logo-print

სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მადაიაში ჰუმანიტარულ დახმარებას მოელიან


ჰუმანიტარულ დახმარებას მოელიან სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მადაიაში, სადაც, ცნობების თანახმად ბევრ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ. სურსათი გუშინ უნდა ჩაეტანათ მადაიაში, მაგრამ ოპერაცია გადაიდო. წითელი ჯვრის საერთაშორის კომიტეტის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარება 11 იანვარს ჩავა ამ და კიდევ ორ ქალაქში, რომელსაც ჩრდილოეთ სირიაში მეამბოხეები აკონტროლებენ. ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მადაიაში 40 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შინაური ცხოველების და ბალახის ჭამა უწევთ. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ მადაია არა ერთჯერად, არამედ მუდმივ დახმარებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG