Accessibility links

logo-print

პუტინი „აბსურდის თეატრს“ უწოდებს ევროკავშირის სანქციებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „აბსურდულს“ უწოდებს სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. როგორც პუტინი გერმანიის გაზეთ "ბილდთან" ინტერვიუში, ამბობს, ის, რასაც ევროკავშირი ამ სანქციებით აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა „აბსურდის თეატრი“. პუტინის თქმით, ყირიმში 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმი, რომელსაც რუსეთთან მიერთება მოჰყვა, „დემოკრატია, ხალხის ნება“ იყო. ამავე ინტერვიუში პუტინი კვლავ აკრიტიკებს ნატოს გაფართოებას რუსეთის საზღვრების მიმართულებით 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი თქმით, "ნატოსა და შეერთებულ შტატებს სურდათ სრული გამარჯვება საბჭოთა კავშირზე. მათ სურდათ, მარტო მჯდარიყვნენ ტახტზე ევროპაში“.

XS
SM
MD
LG