Accessibility links

პაკისტანში დაიწყო მოლაპარაკება ავღანეთის სამშვიდობო პროცესზე


ავღანეთის, პაკისტანის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო პროცესის გეგმის მოსამზადებლად. 11 იანვარს დაწყებულ მოლაპარაკებაში, რომელსაც პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი მასპინძლობს, მონაწილეობენ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰეკმათ კარზაი, პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აიზაზ ჩაუდრი და მაღალი რანგის ამერიკელი და ჩინელი ოფიციალური პირები. შეხვედრაში არ მონაწილეობს თალიბების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზნად სახელდება თალიბანის დარწმუნება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და ძალადობაზე უარის თქმის საჭიროებაში.

XS
SM
MD
LG