Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოში 17 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა


რუსეთის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოშიდაიღუპა 17 ადამიანი და 35 დაიჭრა, იუწყება სააგენტო "ანადოლუ" ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. „ანადოლუს“ ცნობით, მათგან ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა. მოკლულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა ჩაატარეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აღნიშნული ავიადარტყმების შედეგად, ალეპოს ამირიის კვარტალში დაინგრა მეჩეთი და საცხოვრებელი სახლები.

XS
SM
MD
LG