Accessibility links

logo-print

ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დასაწყებად შეიკრიბნენ


11 იანვარს ავღანეთმა, პაკისტანმა, აშშ-მა და ჩინეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში სამშვიდობო პროცესის აღდგენას. ოთხი ქვეყნის თანამდებობის პირები ისლამაბადში ხვდებიან ერთმანეთს და საფუძველს ჩაუყრიან პირდაპირ მოლაპარაკებებს ქაბულსა და თალიბანს შორის. ამ პროცესში არ მონაწილეობენ თალიბანის მებრძოლები. ავღანეთის წარმომადგენელმა ჯავედ ფაისალიმ 10 იანვარს განაცხადა, რომ „შეხვედრაზე განხილულ იქნება სამშვიდობო შეთანხმების მექანიზმები და ასევე პაკისტანი წარმოადგენს თალიბანის იმ მეამბოხეების სიას, რომლებსაც მოლაპარაკების სურვილი აქვთ ავღანეთში 14-წლიანი ომის დასამთავრებლად“. ფაისალიმ ისიც დაამატა, რომ პაკისტანი მზად არის, შეწყვიტოს თალიბანის ფინანსური მხარდაჭერა. ქაბული უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს ისლამაბადს, რომ ის მხარს უჭერს თალიბებს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG