Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი მოელის, რომ მალე გაუქმდება ირანის საწინააღმდეგო სანქციები


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი მალე მოელის ირანის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებას. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ შარშან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანს ეზღუდება ბირთვული პროგრამა მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ფედერიკა მოგერინიმ დღეს პრაღაში ვიზიტის დროს უთხრა ჟურნალისტებს, რომ „შეთანხმების განხორციელების პროცესი კარგად მიმდინარეობს“. მისივე თქმით, ირანის საწინააღმდეგო სანქციები „საკმაოდ მალე“ გაუქმდება.

XS
SM
MD
LG