Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოსწავლეები დაიღუპნენ სკოლაზე, სავარაუდოდ, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად


სირიაში, სულ ცოტა, 12 მოსწავლე დაიღუპა სკოლაზე, სავარაუდოდ, რუსეთის ავიაციის იერიშის შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ დღეს გავრცელებული ცნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ სირიაში მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ალეპოს პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა სამი მასწავლებელიც. დაჭრილია 20 ადამიანი. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" იუწყება ასევე, რომ 10 იანვრიდან ალეპოდან ვრცელდება ინფორმაცია ავიაიერიშებისა და მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ინტენსიური შეტაკებების შესახებ. რუსეთი აქტიურ მხარდაჭერას უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს და მის გასაძლიერებლად შარშანდელი სექტემბრიდან ახორციელებს საჰაერო დარტყმებს სირიაში. „ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ დეკემბერში იუწყებოდა, რომ რუსეთის საავიაციო იერიშების შედეგად სირიაში დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 792 სამოქალაქო პირი. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას სამოქალაქო პირების დახოცვის შესახებ.

XS
SM
MD
LG