Accessibility links

logo-print

სირიის ქალაქ მადაიაში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა


ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მადაიაში, სადაც, ცნობების თანახმად, ბევრ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. მადაიას სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. გეგმით, ამ ქალაქში სურსათი 10 იანვარს უნდა ჩაეტანათ, მაგრამ დახმარება დაყოვნდა. ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე ამ ქალაქში 40 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შინაური ცხოველების და ბალახის ჭამა უწევთ. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ მადაია არა ერთჯერად, არამედ მუდმივ დახმარებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG