Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 18 კაცი მოკლეს


შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, სულ ცოტა,18 კაცი მოკლეს და 50 დაჭრეს ბაღდადის შიიტებით დასახლებულ რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 იანვარს თავდამსხმელებმა შენობის შესასვლელთან ააფეთქეს დანაღმული ავტომანქანა და შემდეგ სავაჭრო ცენტრში სროლა ატეხეს. შემთხვევის ადგილს მალევე შემოარტყეს ალყა ერაყის სამხედრო ძალებმა, რის შემდეგაც მეწინავე რაზმი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მოკლა ორი და დაატყვევა ოთხი თავდამსხმელი. 11 იანვარს კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ხალხმრავალ ბაზარში, სადაც ხუთი კაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ტერაქტების გამო ბაღდადში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. უშიშროების ძალებს გადაკეტილი აქვთ ე.წ. „მწვანე ზონა“, სადაც სამთავრობო უწყებებისა და დიპლომატიური მისიების შენობებია განლაგებული.

XS
SM
MD
LG