Accessibility links

logo-print

გაეროს ხელმძღვანელობა ალყაშემორტყმული მადაიადან 400 კაცის ევაკუაციას ითხოვს


გაეროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 400 კაცის სასწრაფო ევაკუაციაა საჭირო სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მადაიადან. „ამ ადამიანებს დაღუპვა ემუქრებათ საკვების ნაკლებობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო“, - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა სტივენ ო' ბრაიენმა მადაიში შექმნილი კრიზისის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე ამ ქალაქში 40 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შინაური ცხოველების და ბალახის ჭამა უწევთ. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ მადაია არა ერთჯერად, არამედ მუდმივ დახმარებას საჭიროებს. ორშაბათს მადაიაში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა.

XS
SM
MD
LG