Accessibility links

logo-print

ერდოანის თქმით, სტამბოლში აფეთქება, სავარაუდოდ, სირიელის მოწყობილია


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოიანის თქმით, წარმოშობით სირიული პირი უნდა იყოს დამნაშავე სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, ათი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. სულთან აჰმედის პარკში, სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობები: აია სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი და თოფკაპის სასახლე. რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო აფეთქება და განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც განუხრელად იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით მომხდარი თავდასხმების სერია, რომელიც ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტით დაიწყო. ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მაშინ ასამდე ადამიანი შეეწირა. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმებში ბრალი ედება ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG