Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს ეძებენ


საბერძნეთში ეძებენ ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ორივე ძებნილი შედიოდა 12-კაციან ჯგუფში, რომელმაც საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა. საბერძნეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ბერძნულ მედიაში 12-ვეს ფოტოსურათი გამოქვეყნდა. უწყება მოუწოდებს ყველას, დაჯგუფების წევრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ. ბერძნული მედიის თანახმად, დაჯგუფების ხელმძღვანელი ადრე რუსეთში ქართული მაფიის ლიდერი იყო. დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს.

XS
SM
MD
LG