Accessibility links

logo-print

რუსეთი ახალი სამხედრო ბაზების აშენებას აპირებს დასავლეთ ფლანგზე


რუსეთი აცხადებს, რომ წელს დასავლეთ ფლანგზე სამი ახალი სამხედრო ბაზის ფორმირებას აპირებს. მათში ხუთი სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი განლაგდება საბრძოლო მორიგეობაზე. ამის შესახებ რუსეთის ახალი ამბების სააგენტოები, ქვეყნის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე დაყრდნობით იუწყებიან. „ამ ნაბიჯის მიზანია, გაძლიერდეს ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალი და დაიხვეწოს საჰაერო თავდაცვის პროგრამა“, - განაცხადა 12 იანვარს სამხედრო კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლის დროს სერგეი შოიგუმ. მინისტრის თქმით, 2016 წელს ყველა სამხედრო ოლქი მზად უნდა იყოს მოულოდნელი შემოწმებისათვის.

XS
SM
MD
LG