Accessibility links

logo-print

დავუთოღლუ: სტამბოლში აფეთქება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა მოაწყო


თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა მოაწყო სტამბულის ცენტრში აფეთქება, რომელმაც 10 ადამიანი შეიწირა, უმეტესწილად გერმანელები. დავუთოღლუს ინფორმაციით, ყველა დაღუპული უცხოელია. როგორც პრემიერმა 12 იანვარს ანკარაში უთხრა ჟურნალისტებს, დადგენილ იქნა, რომ თავდამსხმელი არის უცხოელი, "ისლამური სახელმწიფო" წევრი. სულთან აჰმედის რაიონში აფეთქების შედეგად დაიჭრა 15 ადამიანი - უმეტესწილად, უცხოელები. აფეთქების შემდეგ გავრცელდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადება, რომლითაც მან გადაჭრით დაგმო ტერაქტი და აღნიშნა აგრეთვე, რომ ის წარმოშობით სირიელმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოაწყო. სულთან აჰმედის რაიონში სტამბოლის არაერთი ტურისტული ღირშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის აია სოფიას ტაძარი.

XS
SM
MD
LG