Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: ირანმა დააკავა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდი


პენტაგონის განცხადებით, ირანმა დააკავა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემი, თუმცა, როგორც თეირანმა ვაშინგტონს უთხრა, ხომალდების ეკიპაჟებს „მალევე“ გაათავისუფლებენ. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს მოჰყავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, პიტერ კუკის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხომალდები ქუვეითსა და ბაჰრეინს შორის მოძრაობდნენ, როცა აშშ-მა მათთან კავშირი დაკარგა. კუკის თქმით, პენტაგონი დაუკავშირდა ირანს და მიიღო დაპირება, რომ ეკიპაჟის წევრებსა და ხომალდებს მალევე გაათავისუფლებენ. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბენ როუდსმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს პრობლემის მოსაგვარებლად და იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხერხდება.

XS
SM
MD
LG