Accessibility links

logo-print

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია თვალს ხუჭავდა რუსეთში დოპინგის მოხმარებაზე


მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის სპორტსმენთა შორის დოპინგის მასობრივი მოხმარების შემთხვევების შესახებ. როგორც ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყება, ფედერაცია იმასაც კი შიშობდა, რომ დოპინგის ხშირ მოხმარებას ლეტალური შედეგიც მოჰყვებოდა. მეტიც, საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები, როგორც ჩანს, თანამშრომლობდნენ კიდეც რუს კოლეგებთან, რათა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე როგორმე დაემალათ დოპინგის მოხმარების მასშტაბი. ეს ყველაფერი ასოშიეიტედ პრესის მიერ მოპოვებული სამსახურებრივი დოკუმენტებიდან ირკვევა. მიუხედავად ამისა, როცა შარშან რუსეთის მძლეოსნობაში გამეფებული კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკა სააშკარაოზე იქნა გამოტანილი, საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები ისე მოიქცნენ, თითქოს მათთვის ეს სიახლე ყოფილიყო. ასოშიეიტედ პრესის ხელთ არსებული ბოლო ექვსი წლის შიდა სამსახურებრივი მიმოწერა ადასტურებს, რომ რუსეთის მძლეოსნობაში დოპინგის მასობრივი გამოყენების მასშტაბი სპორტის ამ სახეობის მესვეურთათვის ჯერ კიდევ 2009 წელს იყო ცნობილი.

XS
SM
MD
LG