Accessibility links

logo-print

ლიტვაში აღნიშნავენ ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენების 25-ე წლისთავს


დღეს ლიტვაში აღნიშნავენ ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენების 25-ე წლისთავსა და თავისუფლების დამცველთა დღეს. 1991 წლის იანვარში მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით სცადა, საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ლიტვაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. 13 იანვარს საბჭოთა ჯარისკაცებთან შეტაკებისას, ვილნიუსის ცენტრში დაიღუპა, სხვადასხვა მონაცემებით, 14-დან 16-მდე ადამიანი, კიდევ 150-მდე პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. საბჭოთა მედესანტეებმა და ტანკისტებმა იერიშით აიღეს ვილნიუსის სატელევიზიო ცენტრის შენობა. მეორე დილით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე არაფერი იცოდა. დღეს ლიტვაში იმართება მასობრივი მსვლელობები, მიტინგები, ღვთისმსახურება და სხვა ღონისძიებები, რომელთა მონაწილეები პატივს მიაგებენ 25 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას.

XS
SM
MD
LG