Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი შეხვდა „სოკარის“ ხელმძღვანელებს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის, „სოკარის“ ხელმძღვანელებთან. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი. 12 იანვარს SOCAR-ის შვილობილი კომპანიის, „სოკარ-ჯორჯიის“ გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანის მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ გაზით საქართველოს მომარაგებაში რაიმე სერიოზული პრობლემები არ არსებობს და პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის დავით თვალაბეიშვილის განცხადებას, რომ აზერბაიჯანიდან გაზმომარაგება პერიოდულად შეფერხებულია, მამედოვის თქმით, გაზსადენის მუშაობას ზოგჯერ ტექნიკური პრობლემები ექმნება, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. მამედოვმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე 800-მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანება, რომლის გამოც, ქართული მხარე იძულებული იყო დროებით გადართულიყო ერთი ხაზიდან მეორეზე. მამედოვის განცხადებით, ტექნიკურ პრობლემებს აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარეები მალევე აგვარებენ.

XS
SM
MD
LG