Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ეჭვით, თურქეთში დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე


თურქეთში დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ხმელთაშუაზღვისპირა საკურორტო ქალაქ ანთალიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილთა საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მათი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები და კომპაქტ-დისკები. ეჭვმიტანილთა დაკავება მოხდა 12 იანვარს, სტამბოლის ცენტრში მოწყობილი აფეთქების მეორე დღეს. თუმცა, გავრცელებულ ცნობებში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, უკავშირდება თუ არა ეს დაკავება აფეთქებას, რომელსაც ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ აფეთქების მომწყობი თვითმკვლელი მოიერიშე საუდის არაბეთის მოქალაქე, 28 წლის ნაბილ ფადლი, რომელმაც 5 იანვარს თურქეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

XS
SM
MD
LG