Accessibility links

logo-print

კადიროვი რუსეთის ოპოზიციის წევრებს „ხალხის მტრებად“ მიიჩნევს


რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ოპოზიციონერები „ხალხის მტრებად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ისინი უნდა გაასამართლონ, როგორც მოღალატეები. კადიროვის თქმით, „ხალხი, რომლის შესახებ უწინ არავის არაფერი სმენოდა, ახლა ყველანაირად ცდილობს, თავი გამოიჩინოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირებით“. გროზნოში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კადიროვმა კვლავ დაადანაშაულა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები იმაში, რომ ისინი დასავლეთის სპეცსამსახურების კარნახით მოქმედებენ და მიზნად ისახავენ რუსეთის დესტაბილიზაციას. დეკემბრის შუა რიცხვებში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „სახალხო თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ ილია იაშინმა კადიროვს რადიო თავისუფლების ეთერით შესთავაზა, პირადი შეხვედრისას იმსჯელონ ჩეჩნეთის ლიდერის შესაძლო კავშირზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან.

XS
SM
MD
LG