Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილი


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წერილში კახა კოჟორიძის მხრიდან მთავარი პროკურორის სახელზე 6 კითხვაა დასმული, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი; აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება; თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება და რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG