Accessibility links

logo-print

საქართველოში აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე


დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეში. ენგურის ხიდზე, ბათუმში, ახალციხეში, ყაზბეგში, ახმეტაში, ლაგოდეხში, შინდისში, ბოლნისში დამარნეულში სტუდენტები რეგიონის ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშებს აღმართავენ, რის შემდეგაც 15:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან. რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს სახელმწიფოს მეთაური შეხვდება, სიტყვით მიმართავს და ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.ბ"სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG