Accessibility links

logo-print

ირანი გათავისუფლდება დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის 13 იანვრის განაცხადებით, „უახლოეს დღეებში“ დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან გათავისუფლებული იქნება ირანი, მას შემდეგ, რაც მან შეასრულა მთავარი დაპირება ბირთვული თანამშრომლობის შესახებ. კერის თქმით, ირანმა რამდენიმე საათში მოახდინა არაკის მძიმე წყლის რეაქტორის ლიკვიდაცია, შეთანხმების თანახმად. "გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მამცნო, რომ ცილინდრიდან გამოდევნილია პლუტონიუმი და მომდევნო საათის განმავლობაში ის აივსება ბეტონით და განადგურდება", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანმა შეასრულა გარიგება.

XS
SM
MD
LG