Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი ავღანეთში შეხვდა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები ავღანეთში შეხვდნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტი დაიწყო სტუმრობით ქაბულში მდებარე ცენტრალური სარდლობის ბაზაზე, სადაც თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის წარმომადგენლები გაეცნენ 23-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის პირადი შემადგენლობის პრობლემებს და ავღანეთში მიღებულ გამოცდილებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო "ალფა" ასეულის მეთაურის, მაიორ ირაკლი ქობალიას მიერ ჩატარებულ საინფორმაციო ბრიფინგსაც, რომლის შემდეგ დელეგაცია მართვის ცენტრსა და ბაზის გამშვებ პუნქტებს ეწვია. თინა ხიდაშელმა ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ვიზიტი დაასრულა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურის მოადგილესთან, ბრიტანელ გენერალთან ტიმ რედფორდთან შეხვედრით.

XS
SM
MD
LG