Accessibility links

logo-print

ინდონეზიის დედაქალაქიდან აფეთქებებისა და სროლის შესახებ იუწყებიან


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის ცენტრი რამდენიმე აფეთქებამ შეარყია, რასაც სროლა და ახალი აფეთქებები მოჰყვა. პოლიციის ცნობით, მოკლულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი სავარაუდო თავდამსხმელი. 14 იანვარს მოწყობილი ეს თავდასხმები მიმართული იყო რამდენიმე ობიექტის, მათ შორის კაფეების ქსელ "სტარბაკსის" ფილიალის წინააღმდეგ. იუწყებიან სულ ცოტა შვიდი ბომბის აფეთქებისა და უშიშროების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის ურთიერთსროლის შესახებ. პრეზიდენტ იოკო უიდოდოს განცხადებით, უშიშროების ძალები სიტუაციას აკონტროლებენ. ამასთან პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG