Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ პროვინციაში


თურქეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 39 დაიჭრა პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება 13 იანვრის საღამოს მოხდა სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე დიარბაკირის პროვინციის ქალაქ ჩინარში. ამ პროვინციაში უმეტესწილად ეთნიკური ქურთები ცხოვრობენ. როგორც იუწყებიან, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციას. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ოფიციალური პირები ბრალს სდებენ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრ სეპარატისტებს. დიარბაკირში ხშირია ქურთ სეპარატისტებსა და თურქ სამხედროებს შორის შეტაკებები მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში ბოლო მოეღო მხარეებს შორის ზავს.

XS
SM
MD
LG