Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემზადება სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ცენტრებზე იერიშისათვის


აშშ-მა სპეცდანიშნულების ძალები განათავსა ერაყში და ახლა აპირებს ერაყსა და სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" განდევნას მათი მთავარი დასაყრდენი ცენტრებიდან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა კენტაკის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას. მას შემდეგ, რაც ამერიკელი სამხედროები ერაყელებს დაეხმარნენ გასულ თვეში ქალაქ რამადიზე კონტროლის აღდგენაში, ახლა დაეხმარებიან ერაყელ და ქურთ მებძროლებს მოსულის დასაპყრობად. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე მოსულსაც, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ეშ კარტერის 13 იანვრის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ასევე დაეხმარება სირიელი მეამბოხეების ძალებს რაყიდან „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნაში. ექსტრემისტებს რაყა აქვთ გამოცხადებული თავიანთი ე.წ. სახალიფოს დედაქალაქად. კარტერი აპირებს მომავალ კვირაში პარიზში შეხვდეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ კოალიციაში შემავალი რამდენიმე ქვეყნის - საფრანგეთის, ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდის და ბრიტანეთის - წარმომადგენლებს ბრძოლაში მხარდაჭერისაკენ მოსაწოდებლად.

XS
SM
MD
LG